ეკატერინე ტიკარაძე – არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვაქცინაციის შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა ინფიცირების შანსი კვლავ რჩება

“12 წლის ბავშვებისთვის ერთადერთ რეკომენდაციად სოციალური დისტანცირება და სამედიცინო პირბადის გამოყენება რჩება,”- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „იმედის” ეთერში მოზარდების იმუნიზაციის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ტიკარაძის თქმით, ვაქცინაციის საბჭო მომდევნო კვირაში 16 წლამდე მოზარდების ვაქცინაციის საკითხზე იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს.

“ამასთან, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვაქცინაციის შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა ინფიცირების შანსი კვლავ რჩება,”- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრი ბარებსა და სკოლებ​​ისთვის გაცემული რეკომენდაციების ეფექტური აღსრულების მნიშვნელობაზეც საუბრობს და აცხადებს,რომ ამ ეტაპისთვის ახალი რეკომენდაციების საჭიროება არ იკვეთება.