გურამ ფალავანდიშვილის და “ალტ-ინფოს“ დამფუძნებლების სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს

‘ალტ-ინფოს” აქტივისტის, გურამ ფალავანდიშვილის საცხოვრებელ სახლსა და ოფისებში ჩხრეკა მიმდინარეობს. სამართალდამცავები ფალავანდიშვილის სახლში დღეს შევიდნენ.

ჩხრეკა მიმდინარეობს, ასევე, “ალტ-ინფოს” დამფუძნებლების ბინებში.

ჯიემთივის” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ სხვადასხვა მისამართზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.