დღეიდან Pfizer-ით ვაქცინაცია იწყება

საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია დღეიდან იწყება.

ამერიკული პრეპარატით იმუნიზაცია მოქალაქეებს, პირველ ეტაპზე, 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ, პროცესში 30 ბრიგადაა ჩართული.

ქვეყანაში, ამ დროისთვის, 28 000 დოზა Pfizer​-ია შემოსული და ქვეყანა ივლისის განმავლობაში ეტაპობრივად დამატებით დოზებს ელოდება.

ცნობისთვის, საქართველოში ამერიკულ-გერმანული წარმოების Pfizer-ის ვაქცინის 28 ათასი დოზა 13 ივლისს ჩამოვიდა.