საქართველოში კორონავირუსის 5 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 5 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 726 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 50 937 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 30325, „პისიარ“ ტესტით – 20612.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,52%, ბოლო 14 დღის – 9,9%, ბოლო შვიდი დღის – 10,74%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 471 685 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 415 146 გამოჯანმრთელდა, 6 321კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 741 353 ადამიანი, დღიურად აცრილია 25 432.

კარანტინის რეჟიმშია 58, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 635 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 3 409 პირი.

ამასთან, 12 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 310 პაციენტი.