საქართველოში,  ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 698 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 38 ადამიანი

საქართველოში,  ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 698 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია Stopcov.ge-ზე  განახლდა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 603 763-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.61 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.85% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.46%.

• ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 910 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 572 353.

• ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 749 პირი ემსხვერპლა.

➢ დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 698 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 518 შემთხვევა, აჭარა – 120, იმერეთი – 325, ქვემო ქართლი – 92, შიდა ქართლი – 72, გურია – 52, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 190, კახეთი – 250, მცხეთა-მთიანეთი – 21, სამცხე-ჯავახეთი – 45, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 13.