“ალტ-ინფოს” დამფუძნებელი ზურაბ მახარაძე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

“ალტ-ინფოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ მახარაძე სამართალდამცავებმა პოლიციის განყოფილებაში გადაოყვანეს, მანამდე კი სამართალდამცავებმა მის საცხოვრებელ სახლშ ჩხრეკა ჩაატარეს.

ზურაბ მახარაძის გარდა, სამართალდამცავები გურამ ფალავანდიშვილის და კონსტანტინე მორგოშიას სახლებშიც შევიდნენ, სადაც ასევე, ჩხრეკა მიმდინარეობს.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ მორგოშიას, ფალავანდიშვილის და მახარაძის წინააღმდეგპროკურატურაში განცხადება შეიტანა. ხატია დეკანოიძე საქართველოს გენერალურ პროკურატურისგან 5 ივლისს განხორციელებული ძალადობის ფაქტების გამოძიებას ითხოვს.  ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ მას განცხადებასთან ერთად თან აქვს ვიდეომასალა, სადაც მისივე თქმით, რამდენიმე პირის მიერ ძალადობისკენ გაკეთებული მოწოდებებია ასახული.