ივანე ჩხაიძე: ყველაზე მსუბუქი და მისაღები იქნებოდა, გარე სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება დაგვებრუნებინა

ყველაზე მსუბუქი და მისაღები იქნებოდა პირბადის ტარების ვალდებულება დაგვებრუნებინა და პირბადის ტარება თუნდაც დახურულ სივრცეში მკაცრად კონტროლირებადი ყოფილიყო, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა პროფესორმა ივანე ჩხაიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მისი თქმით, ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, შეზღუდვების გამკაცრება ამ დროისთვის არ იგეგმება.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ მიმართულებით რადიკალური ცვლილება არ იგეგმება. ალბათ ყველაზე მსუბუქი და მისაღები იქნებოდა თუნდაც პირბადის ტარების ვალდებულება დაგვებრუნებინა და პირბადის ტარება დახურულ სივრცეში მკაცრად კონტროლირებადი ყოფილიყო“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.