„შემდეგ 2 თვეში ჩვენი ქვეყნის 2000 მოქალაქეს კოვიდით სიკვდილი ელოდება“ – კულუმბეგოვი

„შემდეგ 2 თვეში სულ მცირე ჩვენი ქვეყნის 2000 მოქალაქეს კოვიდით სიკვდილი ელოდება“, – ასე გამოეხმაურა ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ქვეყანაში იმუნიზაციის დაბალ მაჩვენებელს.

კულუმბეგოვი ამბობს, რომ ცივილური საზოგადოების არჩევანი ვაქცინით მიღწეული იმუნიტეტია.

„ცივილური საზოგადოებების არჩევანი – ვაქცინით მიღწეული იმუნიტეტი! ჩვენი საზოგადოების არჩევანი – ბუნებრივი გზით მიღწეული იმუნიტეტი!

შემდეგ 2 თვეში სულ მცირე ჩვენი ქვეყნის 2000 მოქალაქეს ელოდება კოვიდით სიკვდილი. პირველი არჩევანის შემთხვევაში შეგვიძლია გადავარჩინოთ 1800 ადამიანის სიცოცხლე. ვაქცინები 10X ამცირებენ სიკვდილის შანსს აუცრელებთან შედარებით! გააკეთე სწორი არჩევანი სიცოცხლისთვის“, – წერს კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.