ირაკლი კობახიძემ და მამუკა მდინარაძემ პლენარული სხდომის შეწყვეტა მოითხოვეს

„ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ და ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პლენარული სხდომის შეწყვეტა მოითხოვეს. ამ წუთებში, პარლამენტის თავმჯდომარემ 20-წუთიანი შესვენება გამოაცხადა.

პარლამენტის სპიკერატში კახა კუჭავასთან მოლაპარაკებებს მართავენ პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები, მათ შორის ოპოზიციონერი დეპუტატები.  სასესიო დარბაზში რჩება შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელიც და ელოდება, როგორ გაგრძელდება პროცესები პარლამენტში.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შეხვენება ცოტა ხნისწინაც გამოცცადდა. ამის მიზეზი ოპოზიიცს მხრიდან პერფორმანსის ჩატარება გახდა, რითიც შს მინისტრს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა. სხდომის განახლების შემდეგ პარლამენტში კვლავ ხმაური დაიწყო, რის შემდეგაც სესიის შეწყვეტა მოითხოვეს.