სალომე ზურაბიშვილმა შვეიცარიის პრეზიდენტს ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსა და შვეიცარიის პრეზიდენტს გი პარმელინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინსიტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა შვეიცარიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში შეტანილი წვლილისა და გაწეული ძალისხმევისათვის.

„თავის მხრივ, შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს განუახლა მოწვევა, რადგან კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი შვეიცარიაში 2020 წელს ვერ განხორციელდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშლრომლობის გაღრმავებისა და განვითარებაზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეs პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მეტად გაღრმავების მნიშვნელობას”, – აღნიშნულია განცხადებაში.