შეზღუდვა იმ ტრენინგებს შეეხება, რომელიც გრძელვადიანია – გარკვეული გონივრული პერიოდულობით განმეორებითი ტესტირება აუცილებელია -გაბუნია

„შეზღუდვა იმ ტრენინგებს შეეხება, რომელიც გრძელვადიანია. გრძელვადიანი სემინარის შემთხვევაში გარკვეული გონივრული პერიოდულობით განმეორებითი ტესტირება აუცილებელია”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ტესტის გაკეთების ვალდებულება არ აქვთ „ერთჯერადი ტრენინგებისა და კონფერენციების“ მონაწილეებს.

„ აქ არ არის საუბარი, როდესაც უნივერსიტეტში სტანდარტული პროცესი მიმდინარეობს. საუბარია ერთჯერად ტრენინგებზე და კონფერენციებზე, რაც მიმდინარე პერიოდში ძალიან ბევრი ტარდება. ზოგადი მოთხოვნაა, რომ პირი 72 საათის ხანდაზმულობით წარმოდგენილი უნდა იყოს პისიარ ტესტით, ანუ თუ ეს 6-დღიანი ტრენინგია, მას მოუწევს 2-ჯერ პისიარ ტესტის ჩატარება“, – განცხადა გაბუნიამ.