თბილისის საპატიო მოქალაქეები 2016

თბილისობა 2016-ზე ტრადიციულად დასახელდნენ თბილისის საპატიო მოქალაქეები. წელს ეს წოდება მიიღეს:

ექიმებმა: ლევან ჭაჭიაშვილმა და გელა მუხაშავრიამ;

ვეტერანმა ფეხბურთელმა ალექსანდრე ჩივაძემ;

მსახიობებმა ლალი ბადურაშვილმა, ნოდარ მგალობლიშვილმა და თამარ სხირტლაძემ;

ხელოვნების მოღვაწემ ჯემალ ჭკუასელმა;

ლოტბარმა და მომღერალმა რობერტ გოგოლაშვილმა;

მოცეკვავემ და ქორეოგრაფმა ფრიდონ სულაბერიძემ;

მევიოლინემ და დირიჟორმა ლიანა ისაკაძემ;

აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ;

მხატვარმა დიმიტრი ერისთავმა;

მხატვარმა, მწერალმა, თეატრისა და კინოს რეჟისორმა რევაზ გაბრიაძემ.

როგორც საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თბილისის მერმა აღნიშნა, „საპატიო თბილისელის“ წოდება ტრადიციულად ენიჭებათ ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით დედაქალაქის და საქართველოს წინაშე.

კომენტარის დატოვება