კახა კალაძე ჩვენს კანდიდატს მხოლოდ ფეხბურთის თამაშში აჯობებს – რომან გოცირიძე

კახა კალაძე ჩვენს კანდიდატს მხოლოდ ფეხბურთის თამაშში აჯობებს, თუმცა, ჩვენი კანდიდატი ფეხბურთსაც კარგად თამაშობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 30 წელია ხიდი არ აშენებულა და მხოლოდ „მშვიდობის ხიდი“ აშენდა, ისიც წინა ხელისუფლების დროს, კახა კალაძეს კი, თბილისისთვის არაფერი გაუკეთებია.

„რაც შეეხება პოლიტიკურ თამაშს, კახა კალაძე არის დამარცხებული.ნახატებს აჩვენებდა კომპიუტერული გრაფიკით, თუ რამდენი ხიდი აშენდებოდა, როგორ ააყვავებდა „ლაგუნა ვერესთან” გარემოს, როგორ გააკეთებდა კარგ გზებს, ეს ნახატები ნახატებად დარჩა, სად არის ხიდი? – 30 წელია ხიდი არ აშენებულა. მხოლოდ „მშვიდობის ხიდი“ აშენდა, ისიც ჩვენი ხელისუფლების დროს. 99 პროცენტი რაც კალაძემ საარჩევნო პროგრამის სახით მოქალაქეებს აჩვენა, არაფერი შესრულებულა“, – განაცხადა გოცირიძემ.