ირაკლი ღარიბაშვილი – სამწუხაროდ, ტელევიზიები გარდაიქმნენ პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად

“სამწუხაროდ, ტელევიზიები გარდაიქმნენ პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ის, რაც ბოლო პერიოდში ხდება, არის მხოლოდ ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებისთვის ორგანიზებული.

„ეს სიყალბე და ეს ძალადობა უნდა დაასრულოთ თქვენ. მე ველაპარაკები ამ შემთხვევაში იმ ადამიანებს, ვინც არიან თქვენი მმართველები. სამწუხაროდ, ტელევიზიები გარდაიქმნენ პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად. მთელი ის სიყალბე, რაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვიხილეთ, არის მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებისთვის ორგანიზებული”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password