დღეიდან „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესი დაიწყო

დღეიდან “ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. მოქალაქეებს აცრა საქართველოს მასშტაბით 37 სამედიცინო დაწესებულებაში შეუძლიათ. ვაქცინაციის პროცესში ჩართულია 120-მდე ბრიგადა.

ფაიზერის“ პირველ დოზებზე რეგისტრაცია 24 ივლისს დაიწყო და სულ 147 000-მდე მოქალაქე დარეგისტრირდა, 4 750 პირს კი გარკვეული მიზეზების გამო ჯავშანი არ დაუდასტურდა.

ფაიზერზე“ რეგისტრაცია შესაძლებელი იყო 16 წლის და ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვის და ასევე, ყველა იმ პირისთვის, რომლებმაც კოვიდი გადაიტანა და ინფექციის დადასტურებიდან 30 დღეა გასული.

ცნობისთვის, აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული “ფაიზერის” 500 000 დოზა საქართველოში 24 ივლისს შემოვიდა. აგვისტოს შუა რიცხვებიდან საქართველოში „ფაიზერის“ მორიგ პარტიას ელოდებიან.