ბადრი ჯაფარიძე – გვსურდა, პროცესი ისე წარმართულიყო, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით, კონსენსუსის საფუძველზე ყოფილიყო შერჩეული

გიორგი კალანდარიშვილი საჯარო მოხელეა, მის წინააღმდეგ ხმას ამის გამო ვაძლევთ, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“  ერთ-ერთი ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატი არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით, არამედ კონსენსუსის საფუძველზე უნდა ყოფილიყო შერჩეული.

„წინა კენჭისყრაზე ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატის წინააღმდეგ მივეცით ხმა, მაგრამ ეს არაფერ შუაშია იმასთან, როგორც „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ ვითარება წარმოაჩინოს – ვინაიდან გიორგი კალანდარიშვილი საჯარო მოხელეა, მის წინააღმდეგ ხმას ამის გამო ვაძლევთ. ეს ასე არ არის, ჩვენ გვსურდა, პროცესი ისე წარმართულიყო, რომ თავმჯდომარეობის კანდიდატი ყოფილიყო კონსენსუსის საფუძველზე მიღებული და არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით. საჯარო სამსახურში ბევრი კეთილსინდიესიერი თანამშრომელია, რომელთაც უნდა გავუფრთხილდეთ, მაგრამ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ ის კონსენსუსის საფუძველზე შერჩეულიყო“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.