ხაზარაძემ და ჯაფარიძემ თანამდებობები დატოვეს

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის პოსტებიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღეს. ხაზარაძის თქმით, ისინი მზად არიან მათ წინააღმდეგ წარდგენილი უსაფუძვლო ბრალდებების გაქარწყლებამდე საკუთარი აქციებიც კი გადასცენ საერთაშორისო დამოუკიდებელ სატრასტო ფონდს.

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, მაიკლ ქაუგილი შეასრულებს.