კახი კალაძე: დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან!

საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს და დეკანოზის, მამა გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს ვიცე პრემიერი კახა კალაძე საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს იყო კარგად დაგეგმილი დანაშაული, რომლის განხორციელების შემთხვევაში საკმაოდ სერიოზული საფრთხე დაემუქრებოდა როგორც ეკლესიას, ისე სახელმწიფო ინსტიტუტებს. მან ასევე აღნიშნა, რომ დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან.

„უმძიმესი დანაშაულის ჩადენა იქნა აცილებული თავიდან. მე ვფიქრობ, რომ ეს კარგად გათვლილი გეგმა იყო და ჩაფიქრებული იყო ამის განხორციელება. ეს არ იქნებოდა დარტყმა მხოლოდ ეკლესიაზე, არ იქნებოდა დარტყმა მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებელ მრევლზე, ეს იქნებოდა დარტყმა სრულიად საქართველოზე, ჩვენს ინსტიტუტებზე, შესაბამის სამსახურებზე. ქვეყანაში სიმშვიდესა და მშვიდობაზე. თუმცა, ეს ყველაფერი არ გამოუვიდათ, დაველოდოთ გამოძიებას,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

დეკანოზის დაკავებასთან დაკავშირებით უმრავლესობას პროკურატურასთან კითხვები არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავა.