თვითმფრინავის ბიჭები ფილმში „მძევლები“ ცოცხლდებიან- მსოფლიო პრემიერა

რეზო გიგინეიშვილის ფილმის „მძევლების“ მსოფლიო პრემიერა 15 თებერვალს ბერლინში გაიმართება. 1983 წელს ქართველი ახალგაზრდების მიერ თვითმფრინავის გატაცების მცდელობას ეხება. რეჟისორთან ერთად სცენარზე მწერალმა ლაშა ბუღაძემ იმუშავა.

ფილმში მონაწილეობენ-თინა დალაქიშვილი, ირაკლი კვირიკაძე, გიგა დათიაშვილი, გიორგი გრძელიძე, ბექა ლემონჯავა, გიორგი ტაბიძე, გიორგი ხურცილავა, ვახტანგ ჩაჩანიძე, ეკატერინე კალატოზიშვილი, დარეჯან ხარშილაძე, მერაბ ნინიძე, ავთანდილ მახარაძე და მიშა გომიაშვილი.

 

უნდა აღინიშნოს, რომ „მძევლები“ პირველი ქართული ფილმია, რომელიც ქართული და პოლონური კინოცენტრების ერთობლივი დაფინანსებით შეიქმნა.