ადვოკატთა დამოუკიდებელ პროფკავშირსა და თბილისის საკრებულოს შორის მემურანდუმი გაფორმდა

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირსა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემურანდუმი გაფორმდა.

2017 წლის 19 ოქტომბერს თბილისის საკრებულოში, საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარემ უფლებადამცველმა გიორგი თევზაძემ და თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ, ხელი მოაწერეს ურთიერთ თანამშრომლობის მემურანდუმს.

მემურანდუმი ითვალისწინებს და მემურანდუმის ფარგლებში განახორციელებენ პრაქტიკული კომფერენციების ერთობლივ მომზადებას, სხვადასხვა პროფილის პროექტების დაგეგმვა განხორციელებას, რომელიც მიმართული იქნება სამართლებრივი კვლევებისა და სამოქალაქო აქტივობების განხორცილების ხელშეწყობისაკენ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში სამართლებრივი რეგულაციებისა და პროექტების ერთობლივი შემუშავება, და ნებისმიერი სხვა სახის აქტივობა მხარეთა ერთობლივი გადაწყვეტილებისამებრ, მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად.

მემურანდუმის ხელმოწერის შემდგომ მხარეებმა აღნიშნეს, რომ მემურანდუმის გაფორმებით დაიწყება ურთიერთ თანამშრომლობის ახალი ეტაპი.