ჩინური მხარე საქართველოს უძრავი ქონებისა და ინფრასტრუქტურის სფეროში ინვესტირებით ინტერესდება

საპარტნიორო ფონდმა შანხაის უმსხვილესი კომპანია Shanghai Zhenhua International Group Company Limited-ის (ZPMC) აღმასრულებელი პრეზიდენტი ალან იეს და კომპანია China Communications Construction Company-ის (CCCC)-ის ხელმძღვანელობას უმასპინძლა. ინფორმაციას საპარტნიორო ფონდი ავრცელებს.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ბიზნეს შესაძლებლობების შესახებ იმსჯელეს. ჩინური მხარე საქართველოს უძრავი ქონებისა და ინფრასტრუქტურის სფეროში ინვესტირებით ინტერესდება.

ჩინეთის უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლებმა საქართველოში მძიმე მრეწველობის მიმართულებით საქმიანობის დასაწყებად მზადყოფნა გამოთქვეს.

ჩინური კომპანიები 28-29 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ „აბრეშუმის გზის“ ფორუმზე დასწრებას და საქართველოს საინვესტიციო გარემოს უკეთ გაცნობას გეგმავენ.

imedinews.ge