პუტინისა და ტრამპის შეხვედრის დრო ცნობილია

დიმიტრი პესკოვმა რუსეთისა და ამერიკის პირველი პირების შეხვედრის დრო დაასახელა. მისი თქმით ორი პრეზიდენტი ერთმანეთს გერმანიაში ივლისში, „დიდი ოცეულის“ სამიტზე შეხვდებიან.

პირადი შეხვედრის დეტალებზე კი ჯერ ორივე მხარე დუმს.