ქვეყანაში „დელტა პლუსის” ორი შემთხვევა არის დადასტურებული – „ბრიტანული შტამი” „დელტამ“ ჩაანაცვლა – გამყრელიძე

არავითარი ქართული შტამი არ არის, ეს არის ჩვეულებრივი დელტა, ანუ ინდური შტამი, დელტა პლუსი ჰქვია, დელტა შტამის ქვეშტამი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის ქართული შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის დელტა შტამი თანდათან ანაცვლებს ბრიტანულ.

„მოგეხსენებათ, ვირუსები ძალიან ხშირ მუტაციას განიცდიან, ეს არის „დელტა პლუსი” და მათ შორის, „დელტა+” გაშიფრულია სეკვენირებით ჩვენთანაც, ორი შემთხვევა გვაქვს „დელტა +”. ლაბორატორიულად გვაქვს დადასტურებული ორი, გასაგებია, რომ „დელტა პლუსის” გაცილებით მეტი იქნება. ჩვენთან დღეს უკვე ცირკულაციაში, რასაც ყოველდღიურად ლუგარში ვუყურებთ, თუ რამდენი „დელტა” შტამი ფიქსირდება ჩვენთან. ჩვენ ახლა ვამბობთ, რომ ქვეყანაში „ალფა” ანუ „ბრიტანული შტამი” ჩაანაცვლა „დელტამ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.