მარინა ნაჭყებია: რასაც ახლა ვიტყვი, ვიცი ბევრს არ მოეწონება…მაგრამ…

მარინა ნაჭყებია

აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, შაოსან დედებთან შეხვედრების ინიციატორი და ორგანიზატორი

-„რასაც ახლა ვიტყვი, ვიცი ბევრს არ მოეწონება….მაგრამ ეს ჩემი წარსულიდან გამომდინარეა….

”აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონი აშშ-ს საელჩოს ტორტით ეწვია”—მე როგორც აფხაზეთიდან გამოგდებული და შეურაცყოფილი რუსებისგან თუ აფხაზებისგან, (თუმცა ჩვენც არ ვიყავით ტორტები), მინდა ვთქვა , რომ პირადად მე ამერიკის საელჩოსთან არ დავჯდებოდი ტორტით, არამედ რუსეთის საელჩოსთან უტორტოდ და შევთხოვდი ჩემი სახლის გასაღების გადმოცემას, ჩემი ქალაქის და აფხაზების დაბრუნებას…

ღმერთო ჩემო, ამერიკაც იყოს კარგად და ყველა სახელმწიფოები, მაგრამ რუსეთი ჩემი მეზობელია…ერთი რწმენა და კულტურა გვახასიათებს.( მეც არ ვგიჟდები რუსსზე და ბევრი სიმწარე განვიცადე…მაგრამ ამერიკელზე უფრო რუსს ვცემ პატივს. იტყვიან რუსი ღორია, კი ბატონო გეთანხმები, მაგრამ მაინც ქრისტიანები ვართ) რუსი არასდროს ცოლად არ მოიყვანს თავის ბიძაშვილს და მამიდაშვილს, რუსთან საჭიროა მეგობრული ურთიერთობა და ცისარტყელასავით ლამაზი გზა…მისი მომგერიებელი ჯერ არ დაბადებულა, ის დიდი ვეშაპია…რამდენჯერ საქართველოში ყოფილა ომის პერიოდი და რომელმა ამერიკელმა გაგვიწოდა ხელი?!

ამერიკა ვერ დააბრუნებს აფხაზეთს, მხოლოდ და მხოლოდ გვატყუებს და ჩვენი ბიჭები მიჰყავს ავღანეთში გასაწყვეტად. ჩემი გადმოხედვით კიდევ  რუსებს მივეფეროთ, მიუხედავად დიდი ტკივილისა…მიუხედავად ჩემი ერთადერთი ძმის დაღუპვისა…მინდა მომავალი ჩვენი თაობის გზა და მეგობრობა იყოს რესეთთან…“

 მარინა ნაჭყებია გამოეხმაურა ქალბატონს, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის არჩევნების დღეს საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ტორტით მივიდა.

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%91/

 

 

კომენტარის დატოვება