მასობრივ სანახაობად ნუ გადააქცევთ თქვენს გაკეთებულ ანალიზებს – ბიძინა კულუმბეგოვი ვცაქცინირებულებს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ ზედმეტი კვლევებისაგან.

მისი განმარტებით, ვაქცინაციის შემდეგ ანტისხეულებზე ანალიზის გაკეთება საჭირო არ არის.

“რაც შეეხება ვაქცინაციის შემდგომ იმუნური სტატუსის განსაზღვრას, მსოფლიოში რუტინულად არსად მიღებული არ არის. არც ერთი ავტორიტეტული და საერთაშორისო ორგანიზაცია ამ პრაქტიკას რეკომენდაციას არ უწევს. ძალიან მინდა ყველას ვთხოვო, მასობრივ სანახაობრივ ღონისძიებად ნუ გადააქცევთ თქვენს გაკეთებულ ანალიზებს, შემდგომ სოციალურ ქსელში გამოფენენ ხოლმე და შემდეგ ათასი ინტერპრეტაციები ხდება.

ვაქცინა როდესაც ადამიანის ორგანიზმში ხდება, იმუნური სისტემის ორი პასუხი ირთვება: ერთი არის ანტისხეულების პასუხი, მეორე უჯრედული იმუნიტეტის პასუხი, ამიტომ შესაძლოა ერთ ადამიანს ჰქონდეს ანტისხეული 500, მეორეს 16, მაგრამ იმუნური სისტემის უჯრედული რგოლი, ამ 16-იანს უკეთესად ჰქონდეს ჩამოყალიბებული, ვიდრე 500-იანს და უფრო მეტად იყოს დაცული,”- აღნიშნა”დღის კურიერში” ბიძინა კულიმბეგოვმა.