“საოცარი ფენომენია ქართველ ებრაელთა დამოკიდებულება ქართველების მიმართ და პირიქით…”

დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიაში, თემაზე “ ქართულ – ებრაულ ურთიერთობებში განათლებისა და კულტურის მიმართულების განვითარების პერსპექტივები“ ,შეხვედრა გაიმართა.

ვრცლად

https://www.gmtv.ge/64244-2/

შეხვედრის წამყვანი თბილისის მე-5 მოწვევის საკრებულოს დეპუტატი გულიკო ზუმბაძე იყო, რომელმაც ყურადღება გაამახვილა ქართულ-ებრაულ ურთიერთობების გაუმჯობესების მნიშვნელობაზე.

შეხვედრის შემდეგ კი გულიკო ზუმბაძემ ვრცელი კომენტარიც გააკეთა.

-საოცარი ფენომენია ქართველ ებრაელთა დამოკიდებულება ქართველების მიმართ და პირიქით. საქართველოში ამ ურთიერთობების შენარჩუნებისა და განმტკიცებისათვის არაერთი ორგანიზაცია თუ კერძო პირი იღწვის. ქვეცნობიერი, გააზრებული, პოლიტიკური თუ უბრალოდ ადამიანური ხედვები გვაფიქრებინებს, რომ ეს სიყვარული, მონდომება, სულისკვეთება, რასაც ისრაელში ქართველი ებრაელი თემი იჩენს, ამოწურვადია… როგორი იქნება მომავალ თაობებში შემონახული 26 საუკუნოვანი მეგობრობის ფასი, არავინ იცის. ვიცით ის, რომ ყველაფერი მოსასწრებია. საქმე კი იმდენია, იმდენია გასაღები სიკეთე და სიყვარული, რომლებმაც ამ ორი ერის ხანგრძლივი და მტკიცე პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა ურთიერთობის მდგრადობას უნდა შეუწყოს ხელი, რომ ყველას ეყოფა საკეთებლად, სახელმწიფო იქნება თუ კერძო სტრუქტურები.
და, აი, ჩვენც, მრავლისთვის კარგად ნაცნობი, სიყვარულით და სიკეთით სავსე ადამიანის პაატა იოსებაშვილის Avraham Paata Yosef ინიციატივით (მის ლეგალიებს რა ჩამოთვლის…) კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ჩვენი პატარა წვლილის შესატანად.

მადლობა ქალბატონ ნანა ჯიქიას, დავით აღმაშენებლის აკადემიის რექტორს, თავისი ჩვეული დახვეწილობითა და საქმიანი მიდგომით, ინიციატივის გაზიარებისათვის, ახალი და პროგრესული წინადადებებისათვის. მადლობა მწერალთა კავშირის ხელმძღვანელობას, მაყვალა გონაშვილს, თემურ ჩალაბაშვილს (საპატიო თბილისელს), ბაღათერ არაბულს. მადლობა ჟურნალ ანეულის სარედაქციო საბჭოს წევრებს, თამარ შაიშმელაშვილს (რედაქტორი), ივანე ჯაფარიძეს, ჯუმბერ გოგრიჭიანს. მადლობა ქალბატონ თამარ სანიკიძესა და ნათია შათირიშვილს. განსაკუთრებული მადლობა პატრიარქის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს ბატონ გიორგი ანდრიაძეს.
ძალა და ისიც, გონიერების, ერთობაშია, რაც ფიზიკურზე ძლიერი და შთამბეჭდავია!-განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.

ჩვენ კი გეტყვით, რომ მრგვალი მაგიდა-შეხვედრა – “ქართულ – ებრაულ ურთიერთობებში განათლებისა და კულტურის მიმართულების განვითარების პერსპექტივები“- ამით არ სრულდება, ეს მხოლოდ დასაწყისია და მომავალში ფართო წარმომადგენლობით გაიმართება.