თბილისის საკრებულოში კულტურის სტრატეგიასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოში გაიმართა შეხვედრა ევროპის კულტურის პარლამენტის თავმჯდომარესთან, კარლ ერიკ ნორმანთან.

შეხვედრაში მონაწილებას იღებდნენ თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე  თამარ ტალიაშვილი და თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მაკა ნასრაშვილი.

განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის  თამარ ტალიაშვილის თქმით,  შეხვედრა წარმოადგენდა დედაქალაქის კულტურის სტრატეგიაზე მუშაობის გამჭვირვალე  და ჩართულობითი პროცესის  ნაწილს. დეპუტატმა მოწვეულ ექსპერტს გააცნო დედაქალაქის კულტურის განვითარების არსებული ტენდენციები, მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები, ევროსაბჭოსა და ევროკავშირის პლატფორმების საშუალებით  საქართველოს პრიორიტეტიზაცია და ამ კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები.კომისიის თავმჯდომარემ ასევე,  ისაუბრა დედაქალაქის კულტურული განვითარების სტრატეგიული პოლიტიკის დოკუმენტთან დაკავშირებით.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს  თბილისის  კულტურის განვითარების სტრატეგიულ ხედვებსა და პოლიტიკის სტრატეგიული  დოკუმენტის შემუშავებაზე. შეხვედრას ორგანიზებას უწევდახელოვნების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, ევროპის კულტურის პარლამენტის წევრი ლევან ხეთაგური.

თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, მაკა ნასრაშვილმა,  შეხვედრაზე  2018 წელს მერიის მიერ კულტურის სფეროს კვლევის შედეგები წარმოადგინა და კულტურის სტრატეგიის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

შეხვედრის მონაწილეებმა გამოხატეს და დააფიქსირეს თავიანთი ხედვები თბილისის კულტურის სტრატეგიასთან დაკავშირებით.

კარლ ერიკ ნორმანმა მადლობა გადაუხადა შეხვედრის მონაწილეებს და დააფიქსირა თავისი რეკომენდაციები კულტურის სტრატეგიასთან დაკავშირებით; გამოთქვა მზადყოფნა მომავალში მაქსიმალური ჩართულობისა კულტურის სტრატეგიის შემუშავების  როგორც პროცესში, ისე თბილისის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის გაღმავების კუთხით.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ასევე, განათლებისა და კულტურის კომისიის კომისიის წევრები, კულტურისა  და მეცნიერების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი იური მღებრიშვილი, თბილისის მუნიციპალური თეატრებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის წარმომადგემელი ლევან დვალი, ,,სამეფო უბნის თეატრის’’ წარმომადგენელი ნიკა თავაძე, ახმეტელის თეატრის წარმომადგენლები ირაკლი გოგია და გია ჯაფარიძე.