საქართველოს მოქალაქეები მალე შეძლებენ ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფალ მიმოსვლას

-“საქართველომ შეძლო და გადალახა ის პროცესი, რაც აჭიანურებდა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესს,  დღეს შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საქართველოს მოქალაქეები სულ მალე შეძლებენ თავისუფალ მიმოსვლას ევროკავშირის ქვეყნებში, – ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

პირველმა ვიცე-სპიკერმა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გაუმჯობესებულ ვითარებაზე ისაუბრა.

„10 დეკემებერს იყო ადამიანის უფლებების დაცვის დღე. ამ დღეს გვქონდა  შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან, სადაც შესაძლებლობა მოგვეცა, კიდევ ერთხელ მოგვესმინა არასამთავრობო სექტორის პოიზციები იმ ნაბიჯებთან და გეგმებთან დაკავშირეიბთ, რაც გვაქვს, ასეთი შეხვედრები კიდევ გაიმართება და მაქსიმალურად გავითვალისიწინებთ მათ პოზიციებს. როდესაც ვსაუბრობთ ადამიანის უფლებებზე,  შეუძლებელია, არ აღინიშოს ამ მხრვი არსებული მიღწევები. მედიის თაივსუფლების კუთხით, „რეპორტიორები საზღრებს გარეშეს“  მოანცემებით, ბოლო 4 წლის განამვლობაში საქართველო დაწინაურდა. ორგანულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით, დაწინაურდა 56 პოზიციით. ეს არის ძალიან მცირე ნაწილი იმ შედეგების,  რასაც  მივაღწიეთ  ბოლო 4 წლის განმავლობაში.  ჩვენი მნიშვნელოვანი მიღწევაა  სწორედ ასეთი მონაცემები. ყველა აღიარებს იმ ძალიან მ,ნიშვნელოვან პროგრეეს, რასაც ჩვენ მივაღწიეთ“-განაცხადა ჩუგოშვილმა.

კომენტარის დატოვება