პოზიცია და ოპოზიცია თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე

,,ნაციონალური მოძრაობისწევრი  გივი თარგამაძე პროკურატურაში ავტომობილის აფეთქების ფაქტზეა დაბარებული. მანამდე კი, ენმ-ს წევრმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა, რომ  ამ საქმეზე არჩევნების შემდეგ სრული დუმილია.

„გივი თარგამაძე მხოლოდ ერთი კვირის  წინ ცნეს დაზარალებულად. ეს ნიშანვს, რომ არ მისცეს უფლება, გაეცნოს საქმეს. საქმის მასალებს არ აცნობდა არც ბრლდებულის ადვოკატი. მხოლოდ დღეს შეიძლება გააცნონ გივი თარგამაძეს  საქმის მასალების ნაწილი. დღემდე ძალიან ბევრი ბუნდოვანი განცხადება გაკეთდა, იყო ბევრი კითხვა. ამიტომ მინდა, გთხოვოთ, არ მივცეთ პროკურატურას საქმის მიჩქმალვის შესაძლებლობა. ეს იყო თავდასხმა პარლამენტის წევრზე. აუცილებერლია, მალე გაიხსნას ეს საქმე და არ იყოს მიჩქმალული“-განაცხადა  აბესაძემ.

მის განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  თარგამაძის  მანქანის აფეთქების საქმის გამოძიება ძალიან მნიშვნელოვანია.

„მზად ვართ, განვიხილო ეს საკითხი თქვენთან ერთად, თუ საჭირო იქნება სხვადასხვა ფორმატის გამოყენებით, რათა უფრო ღრმად ჩავიხედოთ ამ საკითხში. მზად ვარ, განვიხილო კონსულტაციის რეჟიმში ეს საკითხი“-აღნიშნა კობახიძემ.

შეგახსენებთ, საქმე 4 ოქტომბერს, ბარათაშვილის ხიდთან დეპუტატის მანქანის აფეთქებას ეხება.

 

კომენტარის დატოვება