სოროსმა ღიად განაცხადა, რომ 25 დეკემბრიდან ნაციონალური სახელმწიფოები სათამაშო სახლებივით ჩამოიშლებიან!

  თბილისის საკრებულოს დეპუტატი სოსო მანჯავიძე ჯორჯ სოროსის განცხადებას-„ყველაფერი 25-ში დაიწყება. დეკემბრის მიწურულს, როცა ყველა მოდუნებული იქნება. ნაძვის ხეებს მორთავენ, საჩუქრებს შეფუთავენ, შუშხუნებს გაისვრიან. ზუსტად ესაა საუკეთესო დრო გარდატეხისთვის. ამერიკა და მთელი მსოფლიო ყირაზე დადგება. მსოფლიოში ახალი წესრიგის დამყარების დრო დგება!“  ეხმიანება:

-„მარიხუანას ლეგალიზაციის მომხრე მოძრაობის,ისევე როგორც მომწვანო-მოყვითალო ნჯეოე-ბის, ლგბდ თემის, რუსთავი 2-სა და მისი კლონების მიერ გაპიარებული დემაგოგების უკან სოროსის ფონდთან აფილირებული ფონდები დგანან.

სოროსმა ღიად განაცხადა,რომ 25 დეკემბრიდან ნაციონალური სახელმწიფოები სათამაშო სახლებივით ჩამოიშლებიან.

ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ლარის და წაღმა-უკუღმა ხტუნვა.

მარიხუანას დეკრიმალიზაცია და მისი შემდგომი ლეგალიზაციას ორმაგი დანიშნულება აქვს. პირველი ისაა,რომ სოროსი (და ის მძლავრი ჯგუფი,რომელსაც ის წარმოადგენს) აკონტროლებს ლეგალურ ნარკობიზნესს მთელს მსოფლიოში,რასაც უზარმაზარი მოგება მოაქვს და მეორე, მარიხუანას (და სხვა ნარკოტიკების)მოხმარება იწვევს ადამიანში ეროვნულ-სახელმწიფოებრივი გრძნობების სრულ ატროფიას,რაც ნაციონალური სახელმწიფოების განადგურების გეგმის ნაწილს წარმოადგენს.

ამავე დროს, ხელისუფლების უუნარობა ახალი და ეფექტური ნარკოპოლიტიკის შემუშავების საქმეში და სააკაშვილის მიერ დანერგილი რეპრესიული მეთოდების გაგრძელება პროცესის პროვოცირებას ახდენს.

ამიტომ ამ მოძრაობების დაფინანსების წყაროების სასწრაფო გამოძიებაა ჩასატარებელი,ხოლო სოროსის ფონდის მუშაობა ჯერ უნდა შეიზღუდოს, ხოლო შემდგომ აიკრძალოს,მითუმეტეს,როცა იგივეს აპირებს დონალდ ტრამპი.“

კომენტარის დატოვება