ტიკარაძე განმარტავს, იქნება თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო ექიმებისთვის

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე სამედიცინო მუშაკებისთვის  სავალდებულო ვაქცინაცია არ განიხილება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ექიმებმა ვაქცინის მნიშვნელობა ყველაზე უკეთ იციან, რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის.

„ჩვენ ამ ეტაპისთვის არ განვიხილავთ სავალდებულო ვაქცინაციას ექიმებისთვის, ვინაიდან ექიმებმა ყველაზე უკეთ იციან, რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია ჩვენი თითოეული მოქალაქის და მათი ჯანმრთელობისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ველოდებით, როდის მიიღებენ ისინი დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ტიკარაძემ.