გიგა ბოკერია – ,,ქართული ოცნების” გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით, აჩვენებს, რომ მათ სიტყვას ნული აქვს ფასი

ეს მორიგი უტიფარი განცხადება ივანიშვილების რეჟიმის წარმომადგენლების, ადასტურებს იმას, რომ პანიკაში არიან – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ბოკერიას თქმითვე, აღნიშნული გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ მთავრობის სიტყვას „ნული აქვს ფასი“.

„ეს მორიგი უტიფარი განცხადება ივანიშვილების რეჟიმის წარმომადგენლების, ადასტურებს პირველი, იმას, რომ პანიკაში არიან და აცნობიერებენ, რომ უმძიმესი მდგომარეობა აქვთ ქართული საზოგადოების მხარდაჭერის თვალსაზრისით, უფრო სწორად, იკვრება კონსენსუსი მათ წინააღმდეგ. მეორე, კიდევ ერთხელ აჩვენებს ყველას – ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მათ სახეს, რომ მათ სიტყვას ნული აქვს ფასი. რაც ყველაზე უფრო მთავარია, ჩვენ, საზოგადოებამ უნდა დავამარცხოთ ჩვენი ქვეყნისთვის ეს სახიფათო და სამარცხვინო რეჟიმი თვითმმართველობის არჩევნებზე და მათ მოუწევთ ვადამდელი არჩვენების დანიშვნა. ამ რეჟიმს და ივანიშვილს ესმის მხოლოდ საზოგადოების ძალის და საერთაშორისო წნეხის. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქვეყნის შიგნით მოქალქეების მხრიდან მათზე წნეხი ამ არჩევნების შედეგით, რასაც მოყვება შემდეგ თავისუფალი სამყაროს წნეხი, რაც მიგვიყვანს იმ ამოცანამდე, რასაც ვადამდელი არჩვენები და ამ ძალის ჩამოშორება ჰქვია ხელისუფლებიდან“, – განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერებთან ერთად, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.