მიხეილ სარჯველაძე – რუსთავის არჩევნებში მონაწილეობით სარისკო თამაშში შევიდა ბადრი ჯაფარიძე – მისი შანსები საკმაოდ მსხვრევადად გამოიყურება

ისედაც საკმაოდ სარისკო თამაშში შევიდა ბადრი ჯაფარიძე, როცა განაცხადა, რომ კენჭს იყრის რუსთავის არჩევნებში, მისი შანსები საკმაოდ მსხვრევადად გამოიყურება,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერამ შესაძლოა, მის შანსებზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს.

„არ მგონია, მაინც და მაინც დიდი პერსპექტივები ჰქონდეს და როგორც ჩანს, ის ცდილობს, ყველა მხრივ ეძებოს გარკვეული მხარდაჭერა და გაიუმჯობესოს შესაძლებლობები. თუმცა, მე არ მგონია, რომ გაერთიანებული ოპოზიციური ძალისხმევა დიდად წამეხმაროს, რადგან ერთი შეხედვით დადებითი მხარე, რომელიც აქვს ამ ოპოზიციურ მხარდაჭერას პირიქით, ნეგატიური ფაქტორი აღმოჩნდეს. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდში დგომა ამ პოლიტიკური ჯგუფისთვის ეს ძალიან მძიმე ტვირთია პოლიტიკურად და ელექტორალური თვალსაზრისით. შესაბამისად, მე არ მგონია ეს ზრდიდეს მის შესაძლებლობებს, პირიქით, შეიძლება აკნინებდეს,“ – განაცხადა სარჯველაძემ.