ლევან იოსელიანი – მიუღებელია ჟურნალისტზე თავდასხმა მოქალაქის მხრიდან იქნება ეს თუ მინისტრის მხრიდან, ამას გამართლება არ აქვს და აუცილებელია რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან

ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ჟურნალისტზე თავდასხმა მოქალაქის მხრიდან იქნება ეს თუ მინისტრის მხრიდან, ამას გამართლება არ აქვს და აუცილებელია რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან,- ამის შესახებ „მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცახადა.

„ვინც პირდაპირ ეთერში ძალადობის წახალისებით არის დაკავებული, უნდა მისცენ პასუხისგებაში. ყველა ფაქტზე უნდა დაიწყოს გამოძიება, სადაც ძალადობასთან დაკავშირებით არის მოწოდება. უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და უნდა გამოვიყენოთ ის მექანიზმი, რომელსაც ერთ- ერთი ფრაქცია აინიცირებს და რასაც ჰქვია საგამოძიებო კომისიის შექმნა. ამ კომისიის ფარგლებში გვექნება შესაძლებლობა მეტი სიცხადე შევიტანოთ, თუ გამოძიება რამეს არ გამოიძიებს. ამიტომ ვფიქრობ, ვერც ერთი შემთხვევა, სადაც ძალადობაზე იყო მოწოდება, ვერ იქნება დაფარული, რადგან თუ გამოძიება არ გასცემს ამას პასუხს, საგამოძიებო კომისია გასცემს”, – განაცხადა იოსელიანმა.