სალომე სამადაშვილი – დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია შეიცვალა

ოპოზიციონერი დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია შეიცვალა.

სამადაშვილი „ქართულ ოცნებაში“ გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა.

„იანუკოვიჩის მიერ ასოცირების ხელშეკრულებაზე უარის თქმის ტოლფასი მოვლენაა, რეალურად. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მიშელის შეთანხმება იყო სწორედ გზა ვადამდელი არჩევნების უზრნველსაყოფადაც და ქვეყანაში დემოკრატილი სისტემის აღსადგენადაც. ამიტომაც გადაახია ივანიშილმა თავზე ევროპასაც და ამერიკასაც. სირაქლემის პოზიციიდან გამოსვლის დროა – დასავლეთის მთავარი მოწინააღმდეგე საქართველოში დღეს ივანიშვილი და მისი პოლიტიკური რეჟიმია“, – წერს სალომე სამადაშვილი.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა,  შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით დღეიდან ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.