პაატა ბურჭულაძე უკრაინის რადას თავმჯდომარეს – წინააღმდეგი ვარ ჩვენი მთავრობის დელეგაციის უკრაინაში ჩამოსვლის, „ქართულ ოცნებას“ ძალიან ცუდი ფეხი აქვს

საოპერო მომღერალი და მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს რუსლან სტეფანჩუკს მიმართავს.

როგორც პაატა ბურჭულაძე წერს, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე უკრაინას ქართული დელეგაციის ჩასვლა არ სჭირდება.

„ბატონო რუსლან, მე ძალიან წინააღმდეგი ვარ ჩვენი მთავრობის დელეგაციის უკრაინაში ჩამოსვლის, იქიდან გამომდინარე, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალიან ცუდი ფეხი აქვს. 10 წელია, რაც შემობრძანდა ჩვენთან და გაპარტახებულ ცხოვრების პირობებთან ერთად ღირსებასაც გვაკარგვინებს.

ვფიქრობ, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე უკრაინას ეს არ სჭირდება“, – წერს პაატა ბურჭულაძე.