ვილიამ კორტნი: საქართველო ევროკავშირის ამბიციებისგან უკან იხევს?

აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, ვილიამ კორტნი ეხმაურება ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, გავიდეს მიშელის შეთანხმებიდან.

“19 ივლისს, ბათუმში საქართველომ პირობა დადო, რომ “ჩვენი ურყევი ვალდებულებაა ინტეგრაციის პროცესის შემდგომი ხელშეწყობა” ევროკავშირში. უთხრის თუ არა ძირს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან გამოსვლა ამ დაპირებას? საქართველო ევროკავშირის ამბიციებისგან უკან იხევს?” – წერს კორტნი ტვიტერზე.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა,  შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით დღეიდან ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.