ცივილიზირებული სამყაროს ყურადღება, აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნების გარდა, სირიასა და ერაყისადმია მიპყრობილი

ზაზა ჭაია

“სამართალდამცველთა ლიგა”

-“აშშ-ს ხელთათმანი ესროლეს!
ცივილიზირებული სამყაროს ყურადღება, აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნების გარდა, სირიასა და ერაყისადმია მიპყრობილი, სადაც ენერგომატარებლებზე კონტროლის და გეოპოლიტიკური გავლენის ბედი წყდება და სირიის ავტოკრატიული რეჟიმის ,,გადემოკრატიულება” ბუნებრივია აღარავის ახსოვს.

ჩვენც ჩვენი მოკრძალებული ყურადღება ამ პოცესებისადმი, წელს, 16/VIII-ის და 19/X-ის სტატიებით: ,,რუსეთის ჰიბრიდული ომი” და ,,ახალი ცივი ომი”-თ გამოვხატეთ და ამჯერადაც მივყვებით პროცესის ლოგიკურ ჯაჭვს. თუ აშშ და მოკავშირეები ერაყში მოსულის აღებას ცდილობს, რუსეთი სირიაში ალეპოს აღებას ლამობს. რუსეთმა და სირიამ ალეპოში ალყაში მოაქციეს ისლამისტები, აგვისტოში აღკვეთეს აჯანყებულთა მცდელობები ალყის გარღვევისა და შეუდგნენ ალეპოს დაუნდობელ დაბომბვას, რამაც დასავლეთის მწვავე რეაქცია გამოიწვია. რუსეთმაც ,,Кнут и пряник”-ის მეთოდით, ალეპოს საჰაერო დაბომბვები ,,ჰუმანიტარული პაუზებით” შეცვალა, თუმცა წუხელ, სირიის არმიის გამარჯვებებმა, ისლამისტებს მაინც მოუკლა ალეპოს ალყის გარღვევის იმედი.

ალეპოს აღებით რუსეთი მყარად მკვიდრდება სირიაში, ზღუდავს აშშ-ს და დასავლეთის გავლენას და ლახავს არაბული მონარქიების ინტერესებს. რუსეთმა სირიის ნაპირებთან უკვე გადაისროლა სამხედრო-საზღვაო ესკადრა: ავიამზიდ ,,Адмирал Кузнецов”-ის, ატომური კრეისერ ,,Пётр Великий”-ის, ნავსაწინააღმდეგო ,,Вице-адмирал Кулаков”-ისა, ,,Североморск”-ის, «Щука-Б»-ს ტიპის 2 და «Варшавянка»-ს ტიპის 1 წყალქვეშა ნავების შემადგენლობით, რომლებიც აღჭურვილები არიან П-700 ,,გრანიტისა” და 3М14Т ,,კალიბრის” ტიპის ფრთოსანი რაკეტებით, ხოლო ავიამზიდის შეიარაღებაში 50-ე: Су-33, Су-25УТГ, МиГ-29К , МиГ-29КУБ და Ka-35 თვითმფრინავი და ვერტმფრენია, რომლებიც სირიის სამხედრო ბაზებზე დისლოცირებულ რუსეთის სამხედრო-კოსმოსურ ძალებთან ერთად შეუტევს ალეპოს. თუმცა დასავლეთი, რომ არ ,,ააყვიროს”, რუსეთი არა ალეპოს უბნებს, არამედ ალეპოს გარეუბნებში და ირგვლივ დისლოცირებულ ისლამისტებს დაბომბავს და ასე შეეცდება სირიის ომში მკვეთრი გარდატეხის შეტანას.

რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი ჩქარობს და სურს ალეპო 2017 წ-ის 20 იანვრამდე აიღოს, რათა აშშ-ს ახალ პრეზიდენტს ინაგურაცია ალეპოს აღებით ,,მიულოცოს”!

 

კომენტარის დატოვება