“მოწოდებული ვართ, განვაგრძოთ თანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვრიკაშვილი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას “ტვიტერზე” გამოეხმაურა.

გიორგი კვირიკაშვილი დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

“საქართველო აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას ელოდება”,-წერს გიორგი კვირიკაშვილი.

პრემიერი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, განაგრძოს თანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან.

„ამერიკელმა ხალხმა ხმა მისცა ცვლილებებს, რომელიც ორიენტირებულია შეერთებული შტატების გაძლიერებისკენ. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ჩვენი ურთიერთობები ეფუძნება ორი ქვეყნის ინტერესებს. ურთიერთნდობის წლებმა საფუძველი ჩაუყარა ძლიერ, ყოვლისმომცველ და ღრმა სტრატეგიულ პარტნიორობას სახელმწიფოთა შორის. მოწოდებული ვართ, განვაგრძოთ თანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან მშვიდობის, უსაფრთხოების, განვითარებისა და თავისუფლების უზრუნველსაყოფად ჩვენს ქვეყნებში, რეგიონში და მის მიღმა”, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

 

 

კომენტარის დატოვება