ელისაშვილი – პარლამენტიდან გასვლის იდეა არის სიცანცარე, რასაც ზოგიერთი დაბოღმილი, პარლამენტში ვერმოხვედრილი პოლიტიკოსი ამბობს – „აი გამოდით“ და რა ხდება მერე? შერცხვება ბიძინა ივანიშვილს, ან ირაკლი კობახიძეს?

„ცხელ გულზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება არის ნაჩქარევი და მათი უმეტესი ნაწილი შეცდომაა ხოლმე. ამ კითხვის ადრესატები ჩვენ არ ვართ, ჩვენ პარლამენტში მემორანდუმით შემოვედით, მაგრამ მიმაჩნია, რომ ახლა საკანონმდებლო ორგანოდან გასვლა ძალიან ნაჩქარევი იქნება”, – ამის შეასხებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს არ აწერს დოკუმენტს, ამ ფონზე „ქართული ოცნების“ ქმედება გასაკვირი არაა.

„ზურაბ ჯაფარიძის გასვლაც ნაჩქარევია. ერთადერთი გამოსავალია – თვითმმართველობის არჩევნები რომ ჩატარდება, მოსახლეობამ მხარი არ უნდა დაუჭიროს არც ერთ მავნებელ პარტიას, არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“. ვიდრე ეს ორი პარტია იქნება ძირითადი მოთამაშე, ვიქნებით თავჩაქინდრულები და ასეთი შეურაცხყოფილები, მათ ქვეყანა არ ადარდებეთ, იდენტური ქცევები აქვთ. როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს არ აწერს დოკუმენტს, შემდეგ ნუღარ გვიკვირს, რომ „ქართული ოცნება“ ასე იქცევა. ერთსაც და მეორესაც ფეხებზე ჰკიდიათ ქვეყანა. პარლამენტიდან გასვლის იდეა არის სიცანცარე, რასაც ზოგიერთი დაბოღმილი, პარლამენტში ვერმოხვედრილი პოლიტიკოსი ამბობს – „აი გამოდით“ და რა ხდება მერე? – შერცხვება ბიძინა ივანიშვილს, ან ირაკლი კობახიძეს, გაწითლდებიან? მერე რა მოხდება?“, – გნაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ  შარლ მიშელის დოკუმენტმა ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმება ანულირებული იქნება.