ეკატერინე ტიკარაძე – დღესდღეობით კლინიკურ სექტორში მობილიზებულია 7 ათასამდე საწოლი, საიდანაც 6 ათასამდე საწოლი დაკავებულია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღესდღეობით კლინიკურ სექტორში მობილიზებულია შვიდი ათასამდე საწოლი, საიდანაც ექვსი ათასამდე საწოლი დაკავებულია.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს, რათა მობილიზებული იყოს საწოლები.

„დღეს უკვე ჯანდაცვის სისტემაში იმართება 31 000 პაციენტზე მეტი, აქედან პაციენტების უმრავლესობა მკურნალობას გადის ბინაზე და აქტიურად არიან ჩართულები ოჯახის ექიმები. ეტაპობრივად იზრდება საწოლფონდი კოვიდ-სასტუმროებში და დღეს კლინიკურ სექტორში მობილიზებული არის 7000-მდე საწოლი, საიდანაც 6000-მდე დაკავებულია. მოვუწოდებ, ჩვენს მოსახლეობას, რომ ინტენსიურად ჩაერთონ აცრებში. ასევე არ დაავიწყდეთ, მნიშვნელოვანია ნიღბის გამოყენება და სოციალური დისტანცია“, – განაცხადა ტიკარაძემ.