პრეზიდენტი დღეს ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე განმარტებით, შეხვედრები დღეს, დღის განმავლობაში შედგება.

პრეზიდენტი პოლიტიკურ ჯგუფებთან ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას განიხილავს.