ჩვენ არასოდეს ვენდობოდით „ნაციონალური მოძრაობის” კვლევითი ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს – ღარიბაშვილი IRI-ს კვლევებზე

„ჩვენ არასდროს ვენდობოდით, ადგილზე, „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევითი ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების პატივისცემის მიუხედავად, მათ მიერ დაქირავებული ორგანიზაციების საქმიანობა ნდობას არ იწვევს.

„ჩვენ არასოდეს ვენდობოდით, „ნაციონალური მოძრაობის” კვლევითი ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს. რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ IRI-ს და NDI-ს, მაგრამ მათ მიერ დაქირავებული და ჩატარებული კვლევები, ძალიან დიდ კითხვებს იწვევს. ორგანიზაციები, რომლებიც კვლევებს ატარებენ, არიან უშუალოდ მართულები “ნაციონალური მოძრაობის” მიერ. შესაბამისად, არავითარ ნდობას არ იმსახურებს არც IRI-ს და არც NDI-ის მიერ შესრულებული კვლევები,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.