ლაშა ტალახაძე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე  მეორე ოლიმპიური ოქროს მედალი ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოიპოვა და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან +109 კგ წონით კატეგორიაში ატაცში 223 კგ. დაძლია და მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა.

აკვრაში კი 265 კგ შეუკვეთა, მისივე პირადი რეკორდი გააუმჯობესა და საბოლოოდ, გამოსვლა ორი მსოფლიოს რეკორდით დაასრულა. ჯამშიკი 223+265 –  488 კგ დააგროვა.

აკვრაში მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ პირველ ცდაზე 247 კგ შეუკვეთა. ტალახაძემ იოლად დაძლია და ოლიმპიურ ოქროსაც დაეუფლა.