ვიოლა ფონ კრამონი – ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ერთგულია

საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 13 წელი გავიდა და საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„რუსეთი ავრცელებს ანტიქართულ და ევროკავშირის საწინააღმდეგო დეზინფორმაციას. ევროკავშირი ერთგულია საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მისი მოსახლეობის გვერდით დგას სრულ დეოკუპაციამდე“, – აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი.