არც ერთი ბილბორდი მე წელს არ მექნება – ნიკა მელია

არცერთი ბილბორდი მე წელს არ მექნება -ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ გაანცხადა.

მელია განმარტავს, რომ თავს უფლებას ვერ მისცემს ძვირადღირებული ბილბორდები გააკრას დედაქალაქში, სადაც მრავალი პრობლემა მოუგვარებელია.

“არც ერთი ბილბორდი მე წელს არ მექნება! მიმაჩნია, რომ ქალაქი, სადაც ყველაფერი უკუღმა კეთდება, ქალაქი, რომელიც ნაგვითაც ყარს, ქალაქი, სადაც ჟურნალისტებს სცემენ, ქალაქი, სადაც ეპიდემიას ვერ ებრძვიან იმიტომ, რომ როგორც მინიმუმ, არიან უსუსურები, არა მაქვს მე უფლება, ძვირადღირებული ბილბორდები გავაკრა, ბილბორდების გარეშე დავამარცხებთ კორუმპირებულ კალაძესა და კორუმპირებულ ხმალაძეს”,- თქვა ნიკა მელიამ.