მარინა ენდელაძე – მხოლოდ სახელმწიფოზე არ არის დამოკიდებული ვირუსის მართვა – არ უნდა გაგვიკვირდეს თუ მოხდება რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრება

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, მარინა ენდელაძე ,,ჯიემთივისთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ ინფექციის მართვაში საზოგადოების პასუხისმგებლობაა ყველაზე მნიშვნელოვანი და ადამიანები სიფრთხილეს რეგულაციების გარეშეც უნდა იჩენდნენ.

მისივე თქმით, სავარაუდოდ მოხდება რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრება.

,,მხოლოდ სახელმწიფოზე არ არის დამოკიდებული ვირუსის მართვა. რათ უნდა სახელმწიფოს რეგულაციები, როცა ხედავენ, რომ იქცევა ქვეყანა, არის ასეთი მატება კოვიდინფიცირებულების და გვყავს ამდენი გარდაცვლილი პაციენტი. უნდა გვჭირდებოდეს რეგულაციები? ისედაც ხომ უნდა ვხვდებოდეთ, რომ არ უნდა წავიდეთ თავშეყრის ადგილებში, გვეკეთოს ნიღაბი და ავიცრათ. ბევრი რეგულაციები არაა საჭირო სახელმწიფოს მხრიდან, მე ადამიანების პასუხისმგებლობას უფრო ვხედავ. სახელმწიფომ შეიძლება არ შემოიღოს განსაკუთრებული რეგულაციები მაგრამ ჩვენ უნდა ვხვდებოდეთ ამას და დავიცვათ ყველა რეგულაცია. სავარაუდოდ სახელმწიფო კიდევ უფრო გააღრმავებს რეგულაციებს, თუმცა ახლანდელი რეგულაციებიდან გამომდინარე შედეგს უნდა ველოდოთ ერთ-ორ კვირაში. მე ვფიქრობ რომ ჯერჯერობით საკმარისია შეზღუდვები, მაგრამ თუ რაიმე სასწაული მოხდა ალბათ გამკაცრდება რეგულაციები და ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. ხაზგასასმელია, რომ ეს მოხდება ეკონომიკის ვარდნის ხარჯზე, რაც კიდევ ერთხელ არ არის სასურველი, ‘’ – განაცხადა მარინა ენდელაძემ.