ალეკო ელისაშვილი: ახლა ქეიფების დროა?! – ეს იმის ბრალია, რომ ჩვენ გვაქვს ზიზღის და სიძულვილის ორმხრივი დიმპიტაური

კულტურის მინისტრი არის ეპოქალური მოვლენა, ეს არის ყველაზე არაკულტურული ადამიანი – ამის შესახებ ,,მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თანამდებობის პირი უნდა იყოს მაგალითის მიმცემი ყველა სხვა ადამიანისთვის.

,,კულტურის მინისტრი არის ეპოქალური მოვლენა, ეს არის ყველაზე არაკულტურული ადამიანი, ვინც კი არის მთავრობაში, ის არის უბრალოდ მავნებელი. ახლა ასეთი მასობრივი ღონისძიებების, თავშეყრების და ქეიფების დროა? თანამდებობის პირი იმიტომ ხარ, რომ შენი მაგალითით უნდა მიუთითო სხვებს თუ როგორ მოიქცეს. ადამიანების სიცოცხლეზეა ლაპარაკი და გვეხება თითოეულ ჩვენგანს. ვიღლიცინოთ და ვილაპარაკოთ ათას მაიმუნობაზე, მაგრამ ეს არ არის სასაცილო ამბავი.

ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ ჩვენ მათ შორის, პოლიტიკოსებიც არ ვართ დაკავებულები იმით, რითიც უნდა ვიყოთ. ჩვენ გვაქვს ზიზღის და სიძულვილის ორმხრივი დიმპიტაური,” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.