არ არის ახლა სწორი მთავრობაზე თავდასხმა და იმის გარკვევა, ვინ, როდის, რა შეცდომა დაუშვა, ახლა ელემენტარული წესების შესრულებით ოჯახის წევრები, ხანდაზმულები, ბავშვები უნდა დავიცვათ – გახარია

დღეს არ არის იმის დრო, ვარკვიოთ, ვინ რაშია დამნაშავე, დღეს არის დრო, ყველამ ზედმიწევნით შევასრულოთ ელემენტარული წესები, რათა ოჯახის წევრები, ხანდაზმულები, ბავშვები დავიცვათ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

გახარიას თქმით, დღეს  თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა ელემენტარული წესები დაიცვა.

„დღეს არ არის იმის დრო, ვარკვიოთ ვინ რაშია დამნაშავე, დღეს არის იმის დრო, რომ ყველამ ზედმიწევნით შევასრულოთ ელემენტარული წესები, რათა ოჯახის წევრები, ხანდაზმულები, ბავშვები დავიცვათ.

არ არის ახლა სწორი მთავრობაზე თავდასხმა და იმის გარკვევა, ვინ, როდის, რა შეცდომა დაუშვა. ეს ცოტა მოგვიანებით შეიძლება გავაკეთოთ, როდესაც ამ მძიმე ეპიდემიოლოგიური კრიზისიდან გამოვალთ. ახლა ყველამ უნდა ვატაროთ პირბადე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.