ლეგენდარული ლეო ანთაძე იუბილარია-ვულოცავთ! (ვიდეო)

ყველასთვის საყვარელი და ცნობილი მსახიობი ლეო ანთაძე დაიბადა 1932 წლის 12 ნოემბერს, თბილისში. ის 84 წლის გახდა.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1955 წელს.

1955-1967წწ. მოღვაწეობდა მარჯანიშვილის, 1967-1975წწ. რუსთავის თეატრებში. 1975 წლიდან კვლავ დაუბრუნდა მარჯანიშვილის თეატრს. მის მიერ შესრულებულ როლებს შორის აღსანიშნავია: ზურია – რეზო თაბუკაშვილი “რას იტყვის ხალხი”; შოთა არევაძე – კიტა ბუაჩიძე “მკაცრი ქალიშვილები”; ბუბნოვი – მაქსიმ გორკი “ფსკერზე”; ჩარლი – ტომას ბრანდონი “ჩარლის დეიდა”; ზურიკო – ნოდარ დუმბაძე, “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”; შიშკობა – პოლიკარპე კაკაბაძე “კახაბერის ხმალი” და სხვ. კინოროლებიდან: “ყვავილი თოვლზე” (1959); “გაქცევა გამთენიისას” (1975); “დათა თუთაშხია” (1978); “მონანიება” (1984);  “ქუჩის დღეები” (2010); “რენე მიდის ჰოლივუდში” (2010) და სხვ.

 

კომენტარის დატოვება